
ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე მას დაპირდა, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე მისთვის იმუნიტეტის გაუქმებას მხარს არ დაუჭერდა. მელიას თქმით, ჩიგოგიძემ მას შეხვედრაც სთხოვა:
გუშინ „ქართული ოცნების“ ერთი მოქმედი დეპუტატი მეხმიანებოდა, შეხვედრას მთხოვდა. ძალიან ცუდი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა. იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ და დანარჩენს მერე მოგახსენებთქო. ვუთხარი, არ იქნება ასე და დაგირეკავ, მე თვითონ გნახავთქო. ექვსჯერ დამირეკა და დღეს ისეთი მისცა ხმა, მე მგონი ღილაკიც ჩაამტვრია. ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე - ამბობს ნიკა მელია "ტვ პიველთან".
მელიას ინფორმაციით, ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ს სიით უნდა ეყარა კენჭი:
მე ვიყავი მოლაპარაკებაზე მასთან, მე გავუწიე პარტიაში რეკომენდაცია, დაიწყო საარჩევნო კამპანია, დრუზა თავი და წავიდა „ქართულ ოცნებაში“. გუშინ მეუბნება, მე თითს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო - ამბობს მელია
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია