პოლიტიკური ოპონენტების დევნის პარალელურად, ქვეყანაში ერთერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდაჭერისთვის მოქალაქეს ემუქრებიან.
შოთა მათითაიშვილს "ოცნების" დეპუტატის ნათესავები მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც ნიკა მელიას მხარდამჭერი პოსტი გაავრცელა "ფეისბუქზე". დაზარალებული პირი ხელს ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვას ადებს.
"კორპუსთან მომივარდნენ, ხმამაღლა დაიწყეს ჩემი მისამართით, ლანძღვა-გინება. ქვების სროლა. იგინებოდნენ, რომ მე მაქვს იარაღი მაქვს მოტანილიო და უნდა ჩამოხვიდე და გესროლოთო. იძახდნენ, რომ ჩემს მიმართ უნდა ყოფილიყო ფიზიკური დაპირისპირება... ვასილ ჩიგოგიძის დისშვილები იყვენენ, ბიძაჩემი როგორ გალანძღეო",- აცხადებს შოთა მათითაიშვილი.
ვასილ ჩიგოგიძეს მუქარის შესახებ დღეს კომენატრი არ გაუკეთებია.