14 წლის მოზარდის ბაბუა პატიმრობაში რჩება - სასამართლო პროცესი დასრულდა

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუა პატიმრობაში დატოვეს. გამოძიება 75 წლის ს.ც.-ს სამ ეპიზოდში სდებს ბრალს. პირველად მან არასრულწლოვან შვილიშვილს დეკემბერში მიაყენა ფიზიკური შეურაცხოფა, კერძოდ, სახეში ხელი გაარტყა, ხოლო მეორედ, უკვე იანვარში, სახეში მუშტი დაარტყა და ხელები ყელში მოუჭირა.მესამე ეპიზოდში კი არასრულწლოვანს სიკვდილის მოსპობით დაემუქრა.

პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა, ბრალდებულმა თავი აარიდოს გამოძიებას და მიიმალოს, აქედან გამომდინარე, პროკურატურამ მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულმა, შესაძლოა ხელი შეუშალოს მტკივენულებების მოპოვებას და გამოძიებაზე ზემოქმედება მოახდინოს, რადგან მისივე თქმით, მოწმეთა უმრავლესობა ბრალდებულის ახლო ნათესავები არიან.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი აცხაფებს რომ მოზარდის ბაბუამ ბრალი მხოლოდ ერთ ეპიზოდში აღიარა, ხოლო ბრალი დაუსაბუთებელია. დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 10-ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა, რომელიც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქობულეთში 14 წლის გარდაცვლილ გოგოს საქმეზე დაკავებული ბაბუის სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ასევე, დაკავებულია 23 წლის მამაკაცი. მას გამოძიება სექსუალურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. 

თეა ვაშალომიძე

  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი