ოპოზიცია და ენმ-მ ყველაფერს ცდილობს, რომ მელია ციხეში ჩაჯდეს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში ჩასმას ოპოზიცია და მისივე პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს.

"როდესაც რადიკალიზაციისკენ მიდის ოპოზიცია და ყვეალფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი პარტიის თავმჯდომარე ჩაჯდეს ციხეში, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, იმიტომ, რომ მერე გმირი გამოიყვანონ მისგან, აქამდე ვერაფერი რომ ვერ გააკეთეს და ხალხი რომ ვერ ააღელვეს ვერაფრით, ამით ცდილობენ ახლა, ბოლო მცდელობაა მათი, რომ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მისივეა აზრით, თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული რა და როგორ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის", ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აღკვეთის სახით მის პატიმრობას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი