
"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ურჩევს, რომ ნუ ეშინია. მისივე შეფასებით, კარგი იქნებოდა ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისულიყო.
"შემიძლია, ნიკა მელიას ვურჩიო, ნუ ეშინია, ჩვეულებრივად, კარგი იქნებოდა დღესაც მისულიყო პროცესზე და ემტკიცებინა რამდენად მართებული იყო მის მიმართ ის რაც მოითხოვა პროკურატურამ. ყველა უდნა დაემორჩილოს კანონს და ეს ზედმეტი კუნთების თამაში, რასაც ზოგიერთი ოპოზიციონერი აკეთებს, და განსაკუთრებით ოპოზიციონერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც აქეზებს ადამიანს, თვითონ ვერ ბედავს ჩამოსვლას და სხვებს აქეზებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს და შევიდნენ ციხეში", - თქვა სოზარ სუბარმა.
მისივე შეფასებით, ეს ღირსეული საქციელი არ არის.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მედიით ცნობილი გახდა, რომ ენმ-ს ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ საქმე არ აიცილა.
პროცესში ამ წუთებშიც გრძელდება.