როგორც ბერკუტელები არიან გამოკრული ყველა ბოძზე, ზუსტად ასე, არც ერთი სახელი და გვარი არ დაიკარგება - გიგი უგულავა სპეცრაზმზე 

გამოქვეყნდა:

გიგი უგულავა კიდევ ერთხელ საუბრობს ხელისუფლების მხრიდან, ძალის შესაძლო გამოყენებაზე და სპეცრაზმს მოუწოდებს, არ დაემორჩილოს ამ ბრძანებას.

როგორც ბერკუტელები არიან გამოკრული ყველა ბოძზე და მთელმა უკრიანამ იცის, რომ ისინი არიან უდანაშაულო ბავშვების და ქალების მჟლეტავები, ზუსტად ასე, ყველა სპეცრაზმელი, ახლა პეპელაში რომ ჰყავთ მობილიზებული, ერთმანეთს ჩვენ კარგად ვიცნობთ, აბსოლუტურად არც ერთი სახელი და გვარი არ დაიკარგება.  ამიტომ ძაან მშვიდად გეუბნებით, აღმართავთ ხელს? გამოიყენებთ ძალას? ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ...საკუთარი შვილები შეგაფურთხებენ სახეში - ამბობს უგულავა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს დღეს ქვეყანაში ივანიშვილის მითითებით, სამი ადამიანი იღებს:

რაც ივანიშვილი გაქრა, ძალაუფლება აქვს 3 ადამიანს, რომელიც რომ გადააბა, გადაადნო და გადააჯვარო, ერთიც არ გამოვა ნორმალური. ეს არის კობახიძე, თალაკვაძე და მდინარაძე...სამ კრეტინს აბარია ხელისუფლება - ამბობს უგულავა "მთავარი არხის" ეთერში.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი