"მთავარის" ინფორმაციით, შსს-მ ყაზარმული მდგომარეობა გამოაცხადა - მობილიზაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, შსს-მ ყაზარმული მდგომარეობა გამოაცხადა. ამ წუთებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოში პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე მიყვანილია პოლიციის ავტობუსები, შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლიციელებიც. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ რას უკავშირდება განსაკუთრებული მობილიზაცია.

დეპარტამენტი ენმ-ს ოფისიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რას გეგმავს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გომელაურის უწყება და როდის და რა ფორმით მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი