პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად, "ოცნების" ოფისთან აქტივისტები აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ხმაურია "ქართული ოცნების" ოფისთან. 16:00 საათზე ოფისში უმრავლესობის შეკრებაა ჩანიშნული, სხდომის პარალელურად კი სამოქალაქო აქტივისტები აქციას მაღთავენ. 

"ეს რუსული ოცნება არის დამპალი, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე. 

ამ დროისთვის მმართველი პარტიის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია. ოფისში შესულ პარლამენტის წევრს ელისო ბოლქვაძეს აქციის მონაწილეები შეძახილით "მონა!" შეხვდნენ. 

აქტივისტები აანონსებენ, რომ იქნება მშვიდობიანი პიკეტირება. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი