საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გერმანიაში არ წავიდნენ.
თემასთან დაკავშირებით მან "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ქართველ ხალხს გარანტიას აძლევს, რომ "უახლოეს თვეებში საქართველოში იმაზე მეტი შემოსავალი ექნებათ, ვიდრე გერმანიაში".
"გერმანიაში ნუ მიდიხართ. მე გაძლევთ გარანტიას, არ ვაპირებ არანაირი პოსტის დაკავებას, მაგრამ ჩვენ, ყველანი ერთად გაძლევთ გარანტიას, რომ იმაზე მეტი შემოსავალი გექნებათ საქართველოში უახლოეს თვეებში, ვიდრე გერმანიაში.
რა დაგკარგვიათ ამ გერმანიაში. ვარ აგერ ყველაზე მაგარ ადგილზე ძალიან კარგად მოწყობილი, სამშობლოს არაფერი არ ცვლის, ხალხო", - თქვა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე ერთ დღეში 53 274 პირი დარეგისტრირდა. მათგან სააპლიკაციო ფორმა დროებითი დასაქმება გერმანიაში 35 121 პირმა შეავსო.