NGO-ები: ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლარიზაციას და აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულება იქამდე არ დაიწყოს, სანამ დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს.

ორგანიზაციები განმარტავენ, რომ დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა.

"მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდება ნებისმიერი ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს იქნება არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვის ინსტიტუციური და ლეგიტიმური გზა", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი