ბუნებრივია, ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მან აღნიშნა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია დამტკიცების შემთხვევაში უკვე მორედ იყოს პრემიერმინსიტრი.

"მე მინდა პირველ რიგში ყველას მოგახსენოთ, რომ ჩენთვის ყველასთვის რა თქმა უნდა ემოციური დღეა, ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე. ბუნერბივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უამრავი გამოწვევების წინაშეა და მოწოდებულები არიან პრობლემები სწრაფად მოაგვარონ.

"ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუქნციონირება", - თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად პირველად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა, მან მაშინ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი