ბინძური დავალებების კარგი შემსრულებელი - ღარიბაშვილის მორიგი აღზევება

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის აღზევება - ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ბიჭი, რომელსაც ოლიგარქი პრემიერ მინისტრობიდან გადაყენების შემდეგაც ყოველთვის კარგ სათადარიგო ვარიანტად განიხილავდა, მთავრობის მეთაურის სავარძელს იბრუნებს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი არსად წასულა.

გაპრემიერების მოლოდინების მიუხედავად, მმართველი გუნდის ლიდერები დღეს ივანიშვილმა იმედგაცრუებულები დატოვა და ყველას, მხოლოდ, ირაკლი ღარიბაშვილის დეკორაციის ფუნქცია დაუტოვა. 

მეორადი მოხმარების პრემიერმინისტრს სავარძლის დაკავებამდე სავარაუდოდ არც ისე იოლი გზის გავლა მოუწევს.

სწორედ კიდევ უფრო მძიმე კრიზისის თავიდან ასაცილებლად ივანიშვილმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და პოსტიდან გადაყენებული ის ლიდერი დააბრუნა პრემიერის სავარძელში, რომლსაც როგორც თავად ოლიგარქი ამბობს, ორჯერ გამეორება არ სჭირდება და რომლის სახელსაც არაერთი ბინძური პოლიტიკური ანგარიშსწორება უკავშირდება. 

  • ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება ჰაკიმ ფაშას სახელით, ფარული ვიდეოკადრების გავრცელება იუთუბზე;
  • ასევ - ე.წ. კასრების კადრების საჯარო ჩვენება არასრულწლოვნებისთვის;
  • ირაკლი ღარიბაშვილმა თავი დაგვამახსოვრა "კახური კალანით", კორფუციით და ძვირადღირებული საათების კოლექციით, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის შემოსავლებს ბევრად აჭარბებს.
  • ასევე კარტოგრაფების საქმეს, სადაც ორი მეცნიერი ღარიბაშვილის ჩვენებისა და მისი პირადი მითითების საფუძველზე დააკავეს;
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი