გახარია წავიდა, ღარიბაშვილი მოდის - მინისტრთა კაბინეტი იცვლება

გამოქვეყნდა:

მაია ცქიტიშვილი დღის ბოლოს გიორგი გახარიასთან დასამშვიდობებლად პირადად მივიდა. პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ყოფილ კოლეგასთან წავკისის რეზიდენციაში 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მთელი დღეა გახარიას სახლთან დაცვის ესკორტის გადაადგილება არ წყდება.გიორგი გახარიამ კაბინეტი უკვე დაცალა და მისი კუთვნილი ნივთები სახლში მიაქვს.

გახარიამ ბიძინა ივანიშვილს 65 წლის იუბილე კი დილიდანვე პოლიტიკური დემარშით მიულოცა.

ერთხელ უკვე გადაყენებული პრემიერმინისტრი კვლავ ოცნების მინისტრობის კანდიდატია. "მთავარი არხის" ინფორმაციით უკვე განიხილება რამდენიმე მინისტრის შეცვლა. სავარაუდოდ პოსტებს დატოვებენ ნათია თურნავა და დავით ზალკალიანი. საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა პარლამენტის ვიცე სპიკერი კახა კუჭავა გახდეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი