ოპოზიცია "ოცნებას" დიალოგს სთვაზობს -"ოცნება" რადიკალიზაციის გზას ირჩევს 

გამოქვეყნდა:

ოპონენტების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით ცნობილი ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებით ცხადი ხდება, რომ ოცნება ოპოზიციის გასანეიტრალებლად ყველაზე რადიკალურ გზას აირჩევს

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად კი ოპოზიცია გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს და დილიდან, ოცნებას საერთო გზავნილით მოუწოდებდნენ რომ პოლიტიკურ შურისძიებაზე უარი თქვას და განმეორებითი არჩვენების დაგეგმისთვის ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მაგიდას დაუბრუნდეს. 

პრემიერმინისტრის გადადგომიდან რამდენიმე წუთში ლიეტუვას ელჩი ანდრიუს კალინდრა ნიკა მელიას შეხვდა და თავის განცხადებაში ოცნებას მიანიშნა რომ პარტნიორებს აშფოთებთ ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების გამოყენებას მოჰყვეს. 

ოპოზიციის პასუხად კი ბიძინა ივანიშვილმა რადიკალიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. 

მწვავე პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტი, მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი ტრადიციულად დუმს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი