ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელების და ირაკლი კობახიძის განმეორებითი მუქარის შემდეგ, ევროპელი პოლიტიკოსები, დიპლომატები და სახელმწიფო მოხელეები ცალსახად ამბობენ, რომ ქვეყნის პროგრესს და დასავლეთთან დაახლოების პროცესს საფრთხე ემუქრება, თუ ქართული ოცნება რეპრესიების და ანგარიშსწორების გზას დაადგება.
ფრიდომ ჰაუსის ყოფილი პრეზიდენტი და ფლორიდის უნივერსიტეტის უფროსი პროფესორი, დევიდ კრამერი ამბობს, რომ აშშ-სგან ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციები ემუქრება, თუკი ოცნების ხელისუფლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერს დააკავებს და ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და რადიკალიზაციას შეეცდება.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს, რომ მოწინააღმდეგეების ციხეში გამოკეტვა ქვეყნას დასავლური სახელმწიფოების კლუბებში გაერთიანების შანსს დაუკარგავს. კრიზისიდან გამოსავალი შესაძლოა სწორედ რიგგარეშე არჩევნები იყოს, თუმცა ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
ხვალ თბილისში ლიეტუვას სეიმიდან საგანგებო დელეგაცია ჩამოდის რომელიც ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს.
ნიკა მელიას დაკავება დიდი შეცდომა და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის მკვლელობა იქნწბა - ამბობს ზიგიმანტას პავილიონისი.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ტვიტერზე წერს, რომ ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯები ევროპელ სკეპტიკოსებს კიდევ უფრო მეტად გაუმყარებს არგუმენტებს, რომ საქართველოს არ იმსახურებს ევროპული ჯახის წევრობას.
შექნნილ ვითარებაში გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია ამბობს ბრიტანელი ანალიტიკოსი დანიელ ჰამილტონი.
საქართველო გზაგასაყარზე იმყოფება - წერს, ანდრიუს კუბილიუსი.