გახარიამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული რისკები - BBC

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე წერს BBC. მედიის მიმომხილველი, რეიჰან დიმიტრი წერს, რომ როგორ ჩანს, გიორგი გახარიამ გააცნობიერა რისკები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

"შეიძლება გასაკვირი იყო პრემიერმინისტრის გადადგომა, როგორც ჩანს მან გააცნობიერა წამყვანი ოპოზიციური ფიგურის დაკავებასთან დაკავშირებული რისკები. [...] დრო სარისკოა. საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, ქვეყნის ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე გასული ოქტომრბის არჩევნების შემდეგ, რომელზცეც ისინი ამბობენ, რომ გაყალბებულია", - წერს გამოცემა.

BBC წერს, რომ ამომრჩევლებს შორის არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად საქართველოში პირველად კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდებოდა - " ამის ნაცვლად, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამო, საქართველო ფაქტობრივად ერთპარტიული სახელმწიფოა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი