20 ივნისის სისხლიანი ღამის შემოქმედი 20 ივნისის საქმეს შეეწირა

გამოქვეყნდა:

უკვე ყოფილი პრემიერ მინისტრის კარიერა ადასტურებს, რომ მთავარი, რაც გახარიამ გადადგომით გააკეთა არის მორიგ ძალადობაზე პასუხისმგებლობის არიდება. პრემიერ მინისტრმა ბოლო განცხადებით პრაქტიკულად მიანიშნა, რომ 20 ივნისის სისხლისღვრაზე პასუხისმგებელი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ როგორც მთავრობის მეთაური, მანამდე კი შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარია დაკავშირებულია ბოლო წლების ყველა უარყოფით და კრიტიკის საგნად ქცეულ მოვლენასთან.

20 ივნისის სისხლიანი ღამის ერთ-ერთი შემოქმედი საბლოოდ მაინც 20 ივნისის საქმეს შეეწირა. ვის ჩაუკრა თვალი ამჯერად უკვე ყოფილმა მინისტრმა თავისი გადაწყვეტილებით?! სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილს.

ის, რაც ერთი შეხედვით გიორგი გახარიას მხრიდან ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად გადადგმული ნაბიჯი იყო მარტივი პოლიტიკური სვლა აღმოჩნდა. გახარიას პოსტიდან ისედაც რომ უშვებდნენ ამაზე "მთავარი" უკვე დიდი ხანია საუბრობს. მართალია თავად გახარია ამ ინფორმაციას ირონიული ღიმილით პასუხობდა თუმცა მსგავსი უარყოფებიც ბევრი გვახსოვს. შედეგი კი როგორც წესი უპატრონოდ დარჩენილი სკამია. 

დღეს, როდესაც გიორგი გახარია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მისი გადადგომის მიზეზი დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რომელზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრებოდა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პასუხისმგებლობას ის არ მოერიდა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს 20 ივნისის ღამეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევის ბრძანების გაცემა საკუთარ თავზე აიღო.

დღეს კი გახარია საკუთარი ნებით გადადგა და ამით პასუხისმგებლობა დაგეგმილ რეპრესიებზე მასთან დაპირისპირებულ კობახიძის ფრთას გადაულოცა. 

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი