"მთავარის" ინფორმაციით, დილიდან პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვდნენ.
ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები იმყოფებოდნენ და შეშფოთება გამოთქვეს იმ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა.
"მთავარის" ინფორმაციით, დიპლომატებმა მოითხოვეს, არ გამოეყენებინა ხელისუფლებას ძალადობრივი მეთოდები ნიკა მელიას დასაკავებლად. საუბარი ასევე შეეხო პოლიტპატიმრებს, პოლიტიკურად მოტივირებლ საქმეებსა და პოლიტიკურ დევნას.