"მთავარის" ინფორმაციით, პოსტებს თურნავა, ზალკალიანი და ლორთქიფანიძე დატოვებენ

გამოქვეყნდა:

მას შემდე, რაც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა მინისტრთა კაბინეტშიც ცვლილებები იგეგმება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოსტს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დატოვებენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის პორტფელს ამჟამინდელი მოადგილე, აკაკი საღირაშვილი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი კი შესაძლოა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა, გახდეს. 

"რა სისულელეა, რას იძახით", - თქვა კახა კუჭავამ ამ კითხვის პასუხად დღეს.

"ქართულ ოცნებაში" დღეს ამბობდნენ, რომ ერთადერთი მინისტრი, ვისი შეცვლად გუნდში იგეგმება ღარიბაშვილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი