
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამისთვის პირველ რიგში "ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგია" საჭირო და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დაუჭიროს.
"ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე: