ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ზურაბიშვილი გავრცელებულ განცხადებაში, სადაც დიალოგის, შეთანხმების, პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად დარეგულირების გზებზე საუბრობს, პარალელურად, მის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტსაც არ ივიწყებს.

საუბარია გიგი უგულავსა და ირაკლი ოქრუაშვილის ამნისტიაზე 

ზურაბიშვილი თავის განცხადება სწორედ ამ ფაქტის გახსენებით იწყებს: 

ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას" ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადება სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი