
სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ დაუმორჩილებლობის ყველა ფორმა და პროტესტი ქვეყნის დასუსტებას ისახავს მიზნად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში.
სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.