
სალომე ზურაბიშვილი თავის განცხადებაში არ ახსენებს არც უკვე გადამდგარ და არც წარდგენილ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს.
სალომე ზურაბიშვილი ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა:
ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია - ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს თანამდებობა დატოვა გიორგი გახარიამ. ქართულმა ოცნებამ კი მას შემცვლელი რამდენიმე საათში მოუძებნა და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე, ისევ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.