კრიზისიდან გამოსავლის გზად ვადამდელი არჩევნები უნდა განიხილებოდეს -EPP საქართველოზე

გამოქვეყნდა:

ევროპის სახალხო პარტია (EPP) ნიკა მელიასთვის გამოტანილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

EPP "ტვიტერზე" წერს, რომ  კრიზისიდან გამოსასვლელ გზად ვადამდელი არჩევნები უნდა განიხილებოდეს: 

რა სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიას დაკავების შესახებ, იღებს ახალ გადაწყვეტილებას რომ უფრო გაამძაფროს პოლიტიკური კრიზისი იმის ნაცვლად, რომ ეძებოს კომპრომისი და გამოსავლის გზები 

საქართველო, რომელსაც შეუძლია იყოს ლიდერი , ირჩევს პოლიტიკური ოპონენტების გასამართლებას, შერჩევით სამართალს. ვადამდელი არჩევნები და მოლაპარაკებები უნდა განიხილებოდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის გზად" ნათქვამია გავრცელებულ ტვიტებში  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი