ივანიშვილ/ღარიბაშვილის ტანდემი არის ყველაზე სახიფათო, ბევრს გააფუჭებს - უგულავა

გამოქვეყნდა:

ის იქნება ბოლო პრემიერი ბიძინა ივანიშვილის - აცხადებს გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას, თუმცა ამბობს, რომ წინ გველოდება მძიმე პერიოდი, სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის გამო.

"ღამის მთავარში" საუბრისას უგულავა ამბობს, რომ ივანიშვილ-ღარიბაშვილის ტანდემი არის ყველაზე საშიში, რაც კი ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ყოფილა. "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი პროგნოზირებს, რომ ღარიბაშვილის გამო, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაშიც აღარ დაედგომებოდეს:

ივანიშვილი ჩვენ სხვადასხვა ტანდემებში ვიხილეთ, მაგრამ ივანიშვილს და ღარიბაშვილის ტანდემი არის ყველაზე სახიფათო, ყველაზე ამორალური, ყველაზე სასტიკი რაც კი ივანიშვილს ტანდემები ჰქონია. 

ივანიშვილის და გახარიას ტანდემი, ივანიშვილის და კვირიკაშვილის, ივანიშვილს და ბახტაძე რომ იყო, აქ ვერც მივა იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მონათა შორის ყურმოჭრილი მონობით გამოირჩევა.

ეს იქნება მოკლევადიანი პრემიერმინისტრობა. ის ბევრს გააფუჭებს სამწუხაროდ, სიკეთეს ვერ მოიტანს, ის აზრზე არ არის ეკონომიკა და სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნას, მაგრამ კარგი ამბავი არის ის, რომ მისი პრემიერობა გრძელი არ იქნება. ის იქნება ბოლო პრემიერ ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ის ისეთი პრემიერი იქნება, რომლის პასუხისმგებლობის გამო, ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ შეიძლება საქართველოში ვეღარ დარჩეს" ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას შემცვლელად "ქართულმა ოცნებამ"  უკვე მეორედ, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი