
შვიდთვიანი, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, 18 თებერვალს NASA-ს როვერი "შეუპოვრობა" მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა. NASA-ს 2020 წლის მისია 30 ივლისს დაიწყო. Perseverance rover-ს ამბიციური მისია აქვს - შაგროვოს მარსის ნიმუშები, რომელსაც დედამიწაზე გამოგზავნის.
"მარსზე უსაფრთხოდ ვარ. შეუპოვრობა ყველგან მიგიყვანთ", - დაწრა როვერმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
როვერმა ჩასვლისთანავე გამოგზავნა პირველი ფოტოები "წითელი პლანეტიდან" სადაც ის ჯეზეროს კრატერში დაეშვა. კრატერის სიგანე, დაახლოებით, 45 კილომეტრია, ის მარსის ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარეობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კრატერს 3,5 მილიარდი წლის წინ საკუთარი მდინარის დელტა ჰქონდა, რომელიც წყლით იყო სავსე.
"შეუპოვრობა" თავისი აღჭურვილობითა და კამერებით, ყველაზე დახვეწილი რობოტი გეოლოგია, რომელიც აქამდე აუწყვიათ, მან მარსზე მიკროსკოპუი სიცოცხლის ნიშნები უნდა ამოიცნოს. გარდა ამისა, მან ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს და სცადოს მარსის ატმოსფეროში არსებული ჰაერიდან, რომელიც ძირითადად ნახშიროჟნგითაა სავსე ჟანგბადი წარმოქმნას. ის ასევე, უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაცის მოწოდებას დღევანდელი მარსის ამინდის, კლიმატისა და მტვრის შესახებ.
დაშვებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. მისიის წარმატებით შესრულება NASA-ს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც მიულოცა.
NASA-ს შემდგომი მისიები "შეუპოვრობის" მიერ შეგროვებულ ნიმუშებს დედამიწაზე 2030-იან წლებში დააბრუნებენ. მანამდე კი შეგიძლიათ თვალი ადევნოთ როვერის ადგილმდებარეობას მარსზე.