ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადადგა.
ინფორმაცის Cesko არ ადასტურებს.
ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ პრემიერის გადადგომის შემდეგ პოსტებს სხვა თანამდებობის პირებიც დატოვებდნენ. თამარ ჟვანიას წასვლას ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ჟვანიას არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს.
დაწერა თუ არა ჟვანიამ განცხადება, ჯერ ცნობილი არაა.