პოლიტიკის სფეროს ექსპერტები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე საქართველოს პრეზიდენტის როლზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მას აქვს ვალდებულება, რომ განმუხტოს სიტუაცია, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ უფრო პოლარიზებული გარემოს შექმნა.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორის ვანო მაჭავარიანის თქმით, მიმდინარე სიტუაციამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, საქართველოს სახელმწიფო მეთაური რეალურად არ ჰყავს და სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგს მიჰყვება.
"ამ პოლიტიკური კრიზისის დროს ყველას დაავიწყდა, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც შეეძლო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა, რათა სიტუაცია ასეთ რადკალურ და ძალიან რთულ მდგომარეობამდე არ მისულიყო.
ძალიან რთული იქნება იმის თქმა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, რადგან ზურაბშვილს არ აქვს ადამიანური და პოლიტიკური ურთიერთობა პოლიტიკოსებთან. როგორც ჩანს, "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშილმა მას ისეთი როლი მიანიჭა, სადაც იქნება ჩუმად.
როგორც ჩანს, ზურაბიშვილს არ აქვს ის გამოცდილება და მზაობა, რომ იფიქროს ამ პოლიტიკური კრზისიდან გამოსვლაზე, მათ შორის ვადამდელი არჩევნების შესძლებლობა იქნება ეს, პოლიტ პატიმრების საქმე თუ სხვა საკითხები, რომლებიც დაყენებულია დღის წესრიგში. ზურაბიშვილი უბრალოდ მიჰყვება ივანიშვილის დრის წესიგს", - ამბობს ვანო მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა.