ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში დღეს წარადგენენ - ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ წარდგენა და დამტკიცება ბევრად ხანმოკლე იქნება, ვიდრე ეს პროცედურებითაა გათვალისწინებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მმართველი პარტია ჩქარობს.
ევროპელი სოციალისტები ამბობენ, რომ დაუჭერენ თუ არა მხარს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს, ამას კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტენ. "რახან ოპოზიციაში ვართ, აუცილებლად წინააღმდეგი უნდა ვიყოთ? ასე არ არის მართებული" - ამბობენ ევროპელი სოციალისტები.
კონსტიტუციონალისტები კი განმარტავენ იმ პროცედურებს, რაც გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის უმრავლესობა პრემიერსა და მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი