
ერთიანი ოპოზიციის სახელით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებისთვის მზადაა.
"ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, დღესვე მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით, დღესვე დავიწყოთ საუბარი იმ კრიზისიდან გამოყვანაზე, რომელშიც "ქართული ოცნების" რადიკალებმა შეგვიყვანეს ყველა ერთად. [...] ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და ნორმალურ მომავალს, ქართული ოცნების გადასაწყვეტია", - თქვა დავით ბაქრაძემ.
ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სიტუაციის განსამუხტად "ქართულ ოცნებასთან" ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს, ფასილიტატორების ჩართულობით.