ირაკლი ოქრუაშვილს ხელისუფლებამ მიტინგზე დგომისთვის არა მხოლოდ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ტელეფონით სარგებლობაც აუკრძალა. ირაკლი ოქრუაშვილს ორი დღის განმავლობაში ჰქონდა ზარები აკრძალული.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ახალი რეგულაციები დაწესდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც, პატიმრებს ტელეფონით სასაუბრო დრო გაუხანგრძლივდათ.
თუმცა, ირაკლი ოქრუაშვილს ზარის განხორციელების უფლება შეუზღუდეს. დაკავებულის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულია და ხელისუფლებამ არ უნდა შეუზღუდოს მას დარეკვის უფლება.
იმ ფორმალობით, რომ მეორე საქმეზე ბრალდებულია, პროკურორმა შეუზღუდა სატელეფონო საუბრები, რაც აბსურდია. იმიტომ, რომ დღეს ის მსჯავრდებულია და სხვანაირად რეგულირდება მისი იქ ყოფნის რეჟიმი“, – აცხადებს მამუკა ჭაბაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელების შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედება დაკავებულის მიმართ მორიგ ზეწოლას უკავშირდება.
ეს არის ცალსახა პრესი, ბოლომდე დატანჯვა ხელისუფლების მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილისა. გუშინ აუწეია ყური ჩვენს ხელისუფლებას ამერიკამ და ევროკავშირმა პირობ ების დარღვევის გამო, იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცათ, მას ყველაფერი აუკრძალეს, იმედია სუნთქვას და ჭამას ვერ აუკრძალავენ“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.