"კონცენტრირდით ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე და დაქალების ექსკურსიაზე" - ბაქრაძე ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

"ქალბატონი ზურაბიშვილი გამოდის და აქეზებს "ოცნების" რადიკალებს იმისკენ, რომ ძალადობის გზით გადაწყდეს ვითარება", - ასე ეხმიანება დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი მოლაპარაკების პროცესში შუამავლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება არა მხოლოდ მთლიანად აცდენილია პოლიტიკურ კონტექტს და ქვეყნის ინტერესს, არამედ ატარებს პირდაპრ საფრთხეს და არის მავნებლური სახელმწიფოს ინტერესისთვის. მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი: შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სიტუაცია განიმუხტოს და ქვეყანაში ძალადობა შეწყდეს, ქალბატონი ზურაბიშვილი გამოდის და აქეზებს "ოცნების" რადიკალებს იმისკენ, რომ ძალადობის გზით გადაწყდეს ვითარება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძემ ზურაბიშვილს მოუწდა, რომ "ნაკლები ისაუბროს" და ირანულ მამლებსა და დაქალების ექსკურსიებზე კონცენტრირდეს, რადგან მას შუამავლის როლის შესასრულებლად საზოგადოების ნდობა არ გააჩნია.

"ვის ვის და საქართველოს ოდნავ ნორმალურ პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ძალის ჩვენება და უფსკრულში გადაჩეხვა მოდის პირდაპირ წინააღმდეგობაში იმასთან, რაც მას ევალება. ამიტომ გავიმეორებ ჩემს ტრადიციულ რჩევას ზურაბიშვილის მიმართ, რაც ნაკლებს ისაუბრებთ მით ნაკლებ საფრთხეს და ზიანს მიაყენებთ ამ ქვეყნის მომავალს. ამიტომ კონცენტრირდით ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე და დაქალების ექსკურსიაზე. თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა, რომ შუამავლის როლი ითამაშოთ ამ პროცესებში", -  ამბობს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა  და მხარეებს მოლაპარაკებისკენ კიდევ ერთხელ, ფორმალურად მოუწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი