
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას ორშაბათს კენჭს უყრიან - მმართველი პარტია ჩქარობს.
"ქართული ოცნება" პრემიერ გახარიას გადადგომის მეორე დღესვე, ანუ დღეს, 19 თებერვალს, პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს ერთპარტიულ პარლამენტს ბიუროს სხდომაზე, 18:00 საათზე წარუდგენს.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პარლამენტში კენჭისყრა ორშაბათს გაიმართება და სავარაუდოდ, მთავრობის ახალი შემადგენლობა და მთავრობის მეთაური დამტკიცდება.
ნდობის გამოსაცხადებლად უბრალო უმრავლესობაა საჭირო.