"ქართულიო ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს ულტიმატუმს უყენებს, რაც მოლაპარაკების შეთავაზება არაა. მისი განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედ "ქართული ოცნება" იწვევს ყველას.
"მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწევთ ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, შუამავალი ელჩების მონაწილეობით, ვინაიდან გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, რომ თუკი აუცილებლობა არსებობს იმისა, რომ ჩავატაროთ ან რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნები, ეს უნდა ეყრდნობოდეს სამართლებრივ საფუძველს და არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დამყარებული იყოს ნებისმიერი ჩვენი ოპონენტის შეხედულებებზე, კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებზე", - თქვა გია ვოლსკიმ.
მისი განცხადებით, ის რაც ოპონენტებისგან ესმით, არაა მოლაპარაკების შეთავაზება, არამედ არის ულტიმატუმი, რომ მმართველი გუნდი წავიდეს.