ვის არ სურს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში ყოფნა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად დაარეგისტრირებენ. გიორგი გახარიას შემცვლელი ერთპარტიული პარლამენტის ნდობის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ცნობილი არაა, ვინ იქნება ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში გახარიას კაბინეტის შემადგენლობიდან. 

ქართული ოცნების ფრაქციიდან წასასვლელად ემზადებიან გახარიას გუნდის წევრებიც. ღარიბაშვილის გვერდში ყოფნა არ სურს არც დავით ზალკალიანს, რომელიც ღიად უპირისპირდება პრემიერმინისტრობის კანდიდატს. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში ყოფნა არ სურს ეკონომიკურ ბლოკს. "მთავარის" ინფორმაციით, პოსტებს დატოვებენ მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა და დავით ზალკალიანი. მათ პარტიას უკვე წარუდგინეს საკუთარი ხედვა. ასევე ცნობილია, რომ მამუკა მდინარაძეს აქვს სურვილი, იყოს თავდაცვის მინისტრი.

ღარიბაშვილი ისეთი პიროვნებაა, ბევრთან დაპირისპირებულიცაა. მისი კონფლიქტური ხასიათიდან გამომდინარე ბევრს მასთან მუშაობა არ მოუნდება. ღარიბაშვილის გუნდის წევრები პრაქტიკულად ყველა დისკრედიტირებულია ,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

როგორც ცნობილია, ქართულ ოცნებაში მიმდინარეობს კონსულტაციები იმისთვის, რომ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები დაიყოლიონ და აზრი შეაცვლევინონ. 

დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი