ხმაური და დაპირისპირებაა იყო რიონის ხეობაში - ადგილობრივები კომპანა "ენკა"-ს მიერ მთის ფერდობის გაბურღვას აპროტესტებენ. რიონის ხეობის მცველების თქმით, გაბურღვის პარალელურად მიმდინარეობს ნაღმების განთავსება, რათა კომენდანტის საათის დროს ისტორიული ხეობა ააფეთქონ.
რიონის ხეობის დარაჯები, ითხოვენ, რომ პერიმეტრიდან ტექნიკა დაუყოვნებლივ გავიდეს. პროტესტის ადგილზე მუშაობს "მთავარის" კორესპონდენტი, დეტალებს კი 6 საათიან გამოშვებაში იხილავთ.
შეგახსენებთ, რომ 117-ე ღამეა რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივებმა ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ პეტიციაც შექმენს, კომიტეტმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვებს შესაბამისმა სამინისტრომ უნდა უპასუხოს.