სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ

გამოქვეყნდა:

სამქალაქო აქტივისტთა ნაწილი პარლამენტის შენობის წინამდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ დაიძრა. როგორც სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი  ამბობს, ისინი იქ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობას გააპროტესტებენ. 

"ახლა მე და ჩემი მეგობრები გადავდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც მოვითხოვთ გიორგი რურუას გათავისუფლებას. ჩვენ არ გავჩერდებით, ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებთ პოლიტიკურ დევნას და ხელისუფლების მიტაცებას უკანონო არჩევნების გზით", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის წინ დაპირისპირება მოხდა სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის. პოლიციამ მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებს პარლამენტის შენობის წინ კარვის შეტანის საშუალება არ მისცა. დაკავებულია რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი