რადიკალური ოპოზიციური ძალები პოლიციის წინააღმდეგ ქუჩაში აქეზებენ ძალადობას -  "ოცნებამ" დატვიტა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს "ტვიტერით" ეხმაურება და ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" პოლიციაზე ძალადობს და პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობს: 

მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებისა პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ, რადიკალური ოპოზიციური ძალები პოლიციის წინააღმდეგ ქუჩაში აქეზებენ ძალადობას, რათა გააღრმავონ პოლარიზაცია." ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში

 

 

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ დაპირისპირების დროს პოლიციამ აქციის 15-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე. არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს პოლიციამ მასზე ფიზიკურადაც იძალადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი