ღარიბაშვილმა ბრძანება გასცა, ვისაც პროტესტი აქვს ფიზიკურად გაუსწორდნენ - მამალაძე

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე. ის რუსთაველის წინ მიმდინარე აქციაზე, პოლიციელებს აქციის მონაწილეებისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ფიზიკურად ეხებოდნენ და ურტყამდნენ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ ლეგიტიმური პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება....

მოდიოდნენ ადამიანები, სადაც გადაადგილებას ხელს არ უშლიდნენ. მაგრამ ამ ადამიანებმა, რომ დაინახეს კარავი და ეჭვი მაქვს, რომ ღარიბაშვილის მოსვლისთანავე ეს ბრძანება გასცა, რომ - ვისაც კი პროტესტი გააჩნია ამ ქვეყანაში ყველას ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქედან გამომდინარე დაიწყო რეპრესიები იმ ადამიანების მიმართ ვისაც გააჩნია საწინააღმდეგო აზრი ", - თქვა მუმლაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს აქტივისტებმა და "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან  დაპირისპირება მოჰყვა. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 15-მდე აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი