"მთავარის" ინფორმაციით, გადადგომის შემდეგ, მაია ცქიტიშვილი გიორგი გახარიას სახლში იმყოფებოდა 

გამოქვეყნდა:

მაია ცქიტიშვილი გუშინ, გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარიას შეხვდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ცქიტიშვილი გახარიასთან სახლში იმყოფებოდა, კადრები "მთავარმა" ექსკლუზიურად გადაიღო.

ცქიტიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ცქიტიშვილი ღარიბაშვილის კაბინეტში აღარ იქნება და ის პოლიტიკიდანაც მიდის.

მაია ცქიტიშვილს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მისივე მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი