ვუბრუნდები ოჯახს - ცქიტიშვილი პოლიტიკიდან მიდის

გამოქვეყნდა:

"ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ოჯახს", - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ის ტოვებს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას.

"ბატონ ირაკლის 15 წელია ვიცნობ და დღეს გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ოჯახს და გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და დატვირთული ცხრაწლიანი პერიოდი დავასრულო ამით. ჩემთვის მისასალმებელია, რომ დავუბრუნდე ოჯახს, დავბრუნდე ჩვულებრივი ადამიანის ცხოვრებაში", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს, ექსპრემიერ გახარიასა და მედიას, ასევე წარმატებები უსურვა ახალ მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც სამი წლის განმავლობაში იყო მაია ცქიტიშვილის პირველი მოადგილე. მისივე თქმით, ის მოხარულია, რომ მუშაობას მისი გუნდი აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილი  2012 -2018 წლებში იკავებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობას. 2018 წლიდან იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი