"არა პოლიციური რეჟიმის დაბრუნებას" - "ლელოს" აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

არა პოლიციური რეჟიმის დაბრუნებას" - ამ ლოზუნგით "ლელო" აქციას მართავს პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის მომავალ პრემიერმინისტრობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში,  საპროტესტო ტალღა გაიზრდება.

აქვე გეტყვით,რომ დღეს აქტივისტებმა და "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა.  არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 15-მდე აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემეირობის კანდადატად დღეს ოფიცილაურად დარეგისტრირდა. ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის 2 ახალი წევრიც წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი