რელიგიური კონფესიები ხელისუფლებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ეპიდემია საქართველოს ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომებსაც ააშკარავებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რელიგიურ კონფესიებთან ურთიერთობაშიც უსამართლობას უშვებს და მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

რელიგიური კონფესიები გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობას დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლება საპატრიაქროს შიში აქვს და კანონი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არ კანონობს. არათანაბარ პირობებში ჩაყენების ღია დადასტურება მათთვის პრემიერის განცხადებაა, სადაც გიორგი გახარიამ საქართველო მართლმადიდებლურ სახელწმიფოდ გამოაცხადა და თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებს ვერ დახურავენ.

ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაში ღვითმსახურებისთვის მხოლოდ სასულიერო პირები მიდიან. მათი მრევლი სახლში ლოცულობს. მუსლიმმა თემმა მეჩეთებში პარასკევის ლოცვებზე ერთ თვეზე მეტია უკვე უარი თქვა. მეჩეთები დაკეტილი არ არის, მაგრამ მოწმუნეები იქ, სურვილის მიხედვით მიდიან და ინდვიდუალურად ლოცულობენ.

აღსრულდება თუ არა კანონი ყველასთვის, ეს აღდგომის დღეებში გაირკვევა. პრემიერმა გუშინ თქვა, რომ ყველას თანაბარ პირობებში ჩააყენებს, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ეკლესიას ათასწლეულების ისტორია აქვს და რომ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა.

პრემიერ-მინისტრის ამ გზავნილს ოპოზიციამ მავნებლური უწოდა. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს მთავრობას შეახსენებს, რომ საქართველო ირანი არ არის და ქვეყანა არა რელიგიური ლიდერებით, არამედ კონსტიტუციით იმართება.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, დღეს პრემიერ-მინისტრი არ დაუცავს „ქართულ ოცნებას“. მმართველი პარტიის წევრებმა ოპონენტების კრიტიკა უპასუხოდ დატოვეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი