პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია - ეს არის ერთადერთი გზა, რომელზეც უკვე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ.
ნიკა მელიას დაკავების ვერდიქტმა და მთავრობის მეთაურის გადადგომამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ბოლომდე გააშიშივლა.
ქართული ოცნების და ოპოზიციის დაძაბული კონფრონტაციის შეფასებისას დასავლეთს აქვს კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების და კრემლის ურთიერთობას ეხება. ევროპელი პოლიტიკოსებისთვის სულ უფრო აშკარა ხდება პასუხი კითხვაზე - ხომ არ ასრულებს ქართული ოცნება კრემლის დავალებას და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გაშვებით?
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ერთ- ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი სახალხო პარტია.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიის უკუსვლით საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი ნადგურდება.
დასავლეთი ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს - ღია გზავნილი სახელწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნისგან დევიდ კრამერისგან ოცნებამ გუშინ მიიღო.