ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას. მთავარი ოპოზიციური პარტია და მასთან ერთად მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთხმად ადასტურებენ, რომ გააგრძელებენ ნიკა მელიას ფიზიკურ დაცვას და კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაშია.
ქართული ოცნება კი ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების პროტესტის და საკუთარ რიგებში უმძიმესი რღვევის მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ უარს ამბობს პოლიტიკურ კონსულტაციებზე. ხელისუფლება არც უკიდურესად კრიტიკულ საერთაშორისო რეაგირებას აქცევს ყურადღებას.