პრემიერის კანდიდატურა სამჯერ შეიცვალა, განიხილებოდა კალაძე, თალაკვაძე, კობახიძე - კილაძე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებამდე, "ქართულ ოცნებაში" სამი სამი ვარიანტ განიხილებოდა - კალაძე, თალაკვაძე და კობახიძე:

პრემიერის კანდიდატურა სამჯერ შეიცვალა დღის განმავლობაში. განიხილებოდა კახი კალაძე, მასაც უნდოდა პერმიერობა, განიხილებოდა არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაც და განიხილებოდა თავად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა" - ამბობს კილაძე "დღის სტუმრის" ეთერში.  

მისივე ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ვერ მოახერხა და ვერ დანიშნა თანამდებობებზე მისთვის სასურველი კადრები. შესაბამისად, კილაძის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი (თურნავა, მაჭავარიანი), ისევ ვანო ჩხარტიშვილის განკარგულებაში დარჩა, ასევე ვერ შეძლო ძალოვანი მინისტრების შეცვლაც. როგორც კილაძე ამბობს, ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრად თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სურდა. 

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის წასვლას. როგორც კილაძე ამბობს, ცქიტიშვილი თანამდებობებიდან საკუთარი სურვილით წავიდა და ღარიბაშვილს "მისი გადაყენების გავლენა არ აქვს".

ღარიბაშვილისთვის ის (ცქიტიშვილი) არის ყველაზე საძულველი პერსონა, იმიტომ, რომ ასოცირდება მის პირველ გადადგომასთან - ამბობს ელისო კილაძე "მთავარი არხის" ეთერში.

კილაძის ინფორმაციით, ღარიბაშვილი ბრუნდება ერთადერთი ნიშნით - მან ხელი მოაწერა ენმ-ს ოფისზე შტურმს და ნიკა მელიას დაკავებას.

ეს ნიშნავს იმას, რომ დაბრუნდება ყველაფერი ცუდი, რაც ჩვენ ვნახეთ 9 წლის განმავლობაში. თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, ცოცხები, კვერცხები ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან, ის ერთადერთი ნიშნით არის დაბრუნებული - ხელი მოაწერა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმს და ნიკა მელიას დაკავების აღსრულებას." ამბობს კილაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი