გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდანტის დაწყებამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ დატოვოს დილის 6 საათზე – მამა ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქო სააღდგომო დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ცვლის. მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია არ დაიკეტება და მრევლს მხოლოდ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.
საბოლოო ჯამში, მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები, იმისთვის, რომ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისათვის და მათ შეძლონ დღესასწუალის აღნიშვნა ტრადიციულად. გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვვის სამსახურების მხრიდან მოცემული ყველა რეკომენდაცია საპატრიარქოს მიმართ. ეს ეხება კომენდანტის საათს – გადავწვიტეთ რომ მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21 საათამდე და მსახურების შემდეგ დატოვოს 6 საათზე დილის. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოსა და მთავრობას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ანდრია ჯაღმაიძის განცხადებამდე ისაუბრა პრემიერის მრჩეველმა. ირაკლი ჩიქოვანმა აღნშნა, რომ რეთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეკლესია არ იკეტება, ასევე, კანონი არ უნდა დაირღვეს.
როგორც გუშინ განვაცხადეთ, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები, და სოციალური დისტანცირება იყოს დაცული. შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს მიერ. დიდი ზომის ეკლესიებში დაცული იქნება მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმითვე, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიცია, რომელიც სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის წესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებლები.
პრემიერის მრჩეველის განცხადებით, 17 აპრილიდან აგრეთვე წესდება შეზღუდვა სასაფლაოებზე მისვლასთან დაკავშირებით.