
დღეს, საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.
საკანონდებლო ორგანო ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას დაჩქარებული წესით განიხილავს. ახალ მთავრობას თითქმის უცვლელი შემადგენლობით ერთპარტიულმა პარლამენტმა ნდობა 22 თებერვალს უნდა გამოცხადოს.
ღარიბაშვილის გუნდში მცირე ცვლილებებია - პრემიერ მინისტრად წარდგენილმა ირაკლი ღარიბაშვილმა
თავის შემცვლელად თავდაცვის სამინისტროში და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც - მაია ცქიტიშვილის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის ერთგულ, "ქართუში" ნამუშევარი კადრები დაასახელა.
თავდაცვის უწყებას ჯუანშერ ბურჭულაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი გადამდგარი, მაია ცქიტიშვილის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე ჩაიბარებს.