
საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს საკომიტეტო ფორმატში მოსმენა დაიწყო.
ამ წუთებში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრის, ირაკლი ქარსელაძეს უსმენენ.

საკანონდებლო ორგანო ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას დაჩქარებული წესით განიხილავს. ახალ მთავრობას თითქმის უცვლელი შემადგენლობით ერთპარტიულმა პარლამენტმა ნდობა 22 თებერვალს უნდა გამოცხადოს.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში 2 ცვლილებაა - თავდაცვას ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს, რომელიც მანამდე ღარიბაშვილის მოადგილე იყო, ხოლო მაია ცქიტიშვილს, რომელიც გიორგი გახარიას გაჰყვა და პოლიტიკიდანაც წავიდა, ასევე მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.