ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თბილისშია - ის ოპოზიციას "ენმ"-ის ოფისში ხვდება

გამოქვეყნდა:

ლივეტუას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თბილისშია. ზიგიმანტას პავილიონისი ამ წუთებში ოპოზიციის წევრებს "ერთიანი ნაციონალური მძრაობის" ოფისში ხვდება. 

მისი თქმით, ის ყველა პოლიტკურ ლიდერს შეხვდება. 

"ჩვენ გვინდა საქართველომ გაითვალისწინოს და გაიზიაროს ჩვენი გამოცდილება და არა რეგიონის ზოგიერთი სხვა ქვეყნის გამოცდილება. მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ გამოსწორდეს ბუქარესტის სამიტის შეცდომები, რომელსაც შედეგად ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა. მაგრამ, ეს იმას გულისხმობ, რომ საქართველო უნდა იყოს ჩემპიონი. საქართველო უნდა იყოს საუკეთესო. მე ჩამოვედი, როგორც მეგობარი, რომ გესაუბროთ მეგობრულად და ღიად. ვაპირებ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მოვისმინო მათი პოზიციები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა მხარეს. ლიეტუვის გაკვეთილი არის ერთიანობა, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია თუ თქვენ გინდათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა - გამოიყენთ, უსმინეთ და ესაუბრეთ მეგობრებს, თუ თქვენ გინდათ დაკარგოთ ეს შანსი მაშინ მოუსმინეთ მარტო საკუთარ თავს. ვაპირებ ვისაუბრო ყველაფერზე -", - ამბობს ზიგიმანტას პავილიონისი", - ამბობს ზიგიმანტას პავილიონისი

ზიგიმანტას პავილიონისი "ენმ"-ის ოფისში მისვლამდე ის შეხვდა "ევროპული საქართველოს" ლიდერებსაც. მათი თქმით, ლივეტუას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს.

საქართველოში ჩამოსვლამდე ზიგიმანტას პავილიონისმა "მტავარ არხტან საუბრისას ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს დიდი შეცდომა უწოდა და საქართველოს ევროინტეგარციის პერსპექტივის მკვლელობად შეაფასა. ზიგიმანტას პავილიონისი ხელისუფელბას ახსნებს, რომ მალე შესაძლოა ნატოში გაწევრიანების გზაზე ახალი ფანჯარა გაიხსნას და ამ მომენტისთვის საქართველოს ავტორიტარული ქვეყნის იმიჯი არ უნდა ჰქონდეს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი